პროექტი ZENA კაქტუს ვივერეს ფილოსოფიის მატერიალური განსახიერებაა. ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც დაბალი განაშენიანების პრინციპი და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ერთიანდება, რათა შეიქმნას გარემო მათთვის, ვისთვისაც ხარისხი დეტალებშია.

ZENA-ს ადგილმდებარეობა სტრატეგიული არჩევანია – ეკოლოგიური სისუფთავე აქ ქალაქის ცენტრთან მჭიდრო ფუნქციურ კავშირს ერწყმის. პროექტი ორი დამოუკიდებელი, ხუთსართულიანი ბლოკისგან შედგება, სადაც ბინების შეზღუდული რაოდენობა (სულ 44 ბინა) პრივატულობის იმ მაღალ სტანდარტს ქმნის, რომელიც თანამედროვე ქალაქში ნამდვილი ფუფუნებაა, ხოლო არქიტექტურული ხელწერა, დახვეწილ ესთეტიკასა და ფუნქციურ სიმარტივეს შორის ნაპოვნი ოქროს შუალედია.

ZENA სრულად პასუხობს ჩვენს ხედვას: ყოველი დეტალი – სიმშვიდე, ეკოლოგია და არქიტექტურა – ქართულ რეალობასთან გონივრული ადაპტაციის შედეგია. როგორც კაქტუსი იცავს თავის შინაგან ენერგიას, ისე ZENA-ს კონსტრუქციული ელემენტები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ენერგოეფექტურობას. მდგრადი მასალები ჩვენი საინჟინრო ეთიკის ნაწილია, რაც მობინადრეებისთვის ჯანსაღ მიკროკლიმატს, შემცირებულ ხარჯებსა და ათწლეულებზე გათვლილ საიმედოობას ნიშნავს.

.

ZENA-ში სივრცე თქვენს იდეებს ემორჩილება. არქიტექტურული გადაწყვეტა ითვალისწინებს ბინების გაერთიანების პოტენციალს, რაც გაძლევთ თავისუფლებას, თავად განსაზღვროთ ინტერიერის გეგმარება. ეს არის შესაძლებლობა, შექმნათ თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემო, რომელიც თქვენსავით გამორჩეული და ცოცხალი იქნება.

ZENA – ეს არის კაქტუს ვივერეს დაპირება: შექმნას საცხოვრებელი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ემოციურ და მატერიალურ ღირებულებას იძენს. ეს არის თქვენი მყარი საფუძველი საიმედო

Schedule an appointment? Chat with us via Whatsapp